“ნაპოლი” “შახტარის” შემტევის შეძენას ზაფხულში შეეცდება

TUTTO mercato WEB-ი იტყობინება, რომ იანვარში “შახტარმა” 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი “ნაპოლის” და “იუვენტუსს” 40 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა, მაგრამ ნეაპოლური გუნდი ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება.
სუდაკოვს “შახტარმა” კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, ხელფასი 1.5-2 მილიონ ევრომდე გაუზარდა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 100 მილიონია.
გამოცემა ვარაუდობს, რომ “შახტარი” სუდაკოვის 75 მილიონ ევროდ გაყიდვაზე დათანხმდება, მაგრამ გადაიხდის ამხელა თანხას ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი?