„ჯივიპი“ ლილოს დასახლებაში მეფრინველეთა ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს დასახლებაში, მეფრინველეთა ქუჩაზე წყალარინების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1.5 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ახალ ქსელზე 72 განშტოების ჭა მოეწყობა.
სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო და მაისში დასრულდება, რაშიც კომპანია ჯამში 1.6 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.
პროექტის შედეგად, ლილოს დასახლებაში, მეფრინველეთა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია