თუ აშშ-ი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს, კარგი იქნება – ირაკლი კობახიძე

თუ -ი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს, კარგი იქნება – ირაკლი
“თუ აშშ საქართველოში უვიზო რეჟიმს შემოიღებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ძალიან კარგი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მედიასთან საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს მაქსიმალურად ხელს შეუწყობს.
“ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმს შემოიღებს. მით უმეტეს ეს აშშ-ის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის. თუ პირდაპირი ფრენები იქნება შემოღებული, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და გაძლიერდება სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, მეტი ინვესტიცია შემოვა. ამ მიმართულებით დღეს პრაქტიკულად ნულოვანი მდგომარეობა გვაქვს.
ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, თუმცა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს ამ ნაწილში. მქონდა ძალიან დამაიმედებელი შეხვედრა ამერიკის ელჩთან, მქონდა პოზიტიურიგზავნილები, მთავარია ეს ყველაფერი გარდაისახოს აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ