პრემიერი ასახელებს მიზეზს, რის გამოც ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემებია. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ ამის საილუსტრაციოდ დაასახელა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მაგალითი.
“ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში… არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე ხარვეზები… ეს, პრაქტიკულად, დღეს გადაწყვეტილი საკითხია”, – უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ “არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და სჭირდება გათვალისწინება”.
დღეს, 1 მარტს, 10:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებდა.
უფრო ადრე, 24 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” დანგრევაზე ყოფილი პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა