მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა

ტაიბეიში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა.
ისინი მოკლე პროგრამის შედეგად დაწინაურდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მათ დიდი უპირატესობით აჯობეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ამერიკულ წყვილებს.
მოკლე პროგრამებით იასპარეზეს ვაჟებმა. კონსტანტინე სუპატაშვილმა 32 ქვეყნის 41 სპორტსმენს შორის 63,99 ქულით ( მე-19 პოზიცია) მოიპოვა და 24 მოციგურავეს შორის თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება. სუპატაშვილი თავისუფალი პროგრამით 2 მარტს გამოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა ინგა გურგენიძე, რომელიც თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.
მალე პუტინა და კაბაევას დუეტიც იასპარეზებს საქართველოს სახელით. მერე რუსეთის ცრუ ოპოზიციონერებსაც მოვიწვევთ, რომლებიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებათა თანმონაწილენი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში