მართლა რომ 100%-იანი სიმართლე თქვან, საზოგადოებას მათი აღარ სჯერა, არც მათი და არც მათი ტელევიზიების – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მართლა რომ 100%-იანი სიმართლე თქვან, საზოგადოებას მათი აღარ სჯერა, არც მათი და არც მათი ტელევიზიების – ოპოზიციაზე
ძალიან კარგად იციან ეს 200 მილიონი საიდან მოვიდა, მაგრამ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. საუბარია ოპოზიციის განცხადებაზე, რომლის მტკიცებით, თბილისის მერია გასულ წელს აუთვისებელ 200 მილიონ ლარს 2024 წლის სთვის გამოიყენებს.
„მათი ყოველდღიურობა ხომ სიცრუეზეა აგებული? ასე იყო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც არ შეცვლილან, იგივეს აგრძელებენ. მართლა რომ 100%-იანი სიმართლე თქვან, საზოგადოებას მათი აღარ სჯერა, არც მათი და არც მათი ტელევიზიების, რომლებიც გაჯერებულია სიცრუით, სიძულვილით. რაც შეეხება ამ 200 მილიონს, აქედან 100 მილიონი დამატებითი შემოსავლებია, რომელიც მიიღო მუნიციპალიტეტმა და ეს თავიდან ვერ აისახებოდა ბიუჯეტზე, სანამ წელი არ დასრულდებოდა და მეორე 100 მილიონი არის ის გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!