ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ეხმაურება კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტს.
როგორც ის აღნიშნავს, კოსტა დედის თვალწინ დაჭრეს.
„არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო, რომ ამ დროში, დღისით, თან დედის თვალწინ – ასეთი რამეები ხდება! ახლაც ვერ ვიაზრებ და იმედია ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება!
მალე გამოჯანმრთელება და ბევრი წარმატება კოსტას!“, – წერს გურამ შეროზია.
გავრცელებული ცნობით, თბილისში სანიკიძე დაჭრეს. მას ამჟამად ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს დაზიანებები მუცლის არეში აქვს.
ასევე ნახეთ:
„შენ ხომ პირობა მომეცი? ხოდა გელოდები…“ – თი მაჭავარიანის ემოციური მიმართვა კოსტას
VIDEO: „ჩცდ“-ის მსახიობი საბა ლობჟანიძესთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს გვიზიარებს
VIDEO: რა უყენია ხვიჩა კვარაცხელიას LOCK SCREEN-ზე? – კვარა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს