ISFED-ი, გამყალბებელი ორგანიზაცია დღეს უკვე დაკავებულია რეალობის გაყალბებით, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ

„არადემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ეს ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის ხარისხით, იმ ქვეყნებშიც კი არ გვახსენდება, რომ NGO სექტორის წარმომადგენლებს გაეყალბებინათ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ISFED-მა საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს.
„როდესაც დემოკრატიის და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით ჩატარდა საქართველოში, მოხდა ისტორიული უპრეცედენტობა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა ამ ორგანიზაციამ [ISFED] და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღესაც მუშაობს და არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ შექმნია. ეს ერთ ადამიანს რომ გადააბრალეს, ასე კი არ იყო, ორგანიზაციის პრობლემა იყო. დღეს კი ცდილობენ, შეცდომა დაარქვან, მაგრამ ასეთი შეცდომები არ ხდება. თვეების განმავლობაში რომ არ გაამხელ ელემენტარულ საკითხს, ეს არის გაყალბება. საქართველოში არეულობის მოსაწყობად გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ეს უმძიმესი ცოდვა ადევს იმ ორგანიზაციას, რომელიც ახლა თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და მის ლეგიტიმურობაზე იზრუნოს, იმსჯელოს და აკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება, როგორ ატარებს არჩევნებს, ან როგორ ატარებს არჩევნებს. შესაბამისად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის კანონმდებლობა და ის მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას სჭირდება. ცესკო ასე იქცევა, მაგრამ ISFED-ი, სხვებთან ერთად, გამყალბებელი ორგანიზაცია დაკავებულია რეალობის გაყალბებით დღეს უკვე, როდესაც წინასწარ უნდათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენონ ეჭვქვეშ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები

დავით ჩიხელიძე: აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს

ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა – ედიშერ გვენეტაძე