გივი მიქანაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას დაესწრო და უმაღლესი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.
მათივე ცნობით, სხდომის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ თემაზე – “ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და არასინქრონული სწავლებები” მოხსენება წარმოადგინა.
„საბჭოს წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – „ონლაინ საკვირაო სკოლა” შესახებ ინფორმაცია გააცნო.
სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, სამინისტროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება