დაფინანსების წესის ცვლილებაზე მუშაობა გაგრძელდება | “საზმაუს” ხელმძღვანელობა კობახიძეს და პაპუაშვილს შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ და მაუწყებლის გენერალურ დირექტორს თინათინ ბერძენიშვილსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ს შეხვდნენ.
“შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე მუშაობა გაგრძელდება და შემუშავდება დაფინანსების ისეთი მოდელი, რომელიც შეთავაზებულ მოდელში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს მოხსნის და დაიცავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის, ზოგადად, ევროპის ზონაში არსებულ რეგულაციებსა და სტანდარტებს. ამასთან, ახალი წესი დაფინანსების ცვლადობას უზრუნველყოფს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებებსა და სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მაუწყებლის დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაო ფორმატში გაგრძელდება,” – ნათქვამია მაუწყებლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს და ღია წერილი გაავრცელეს. მაუწყებლის თანამშრომლები პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი განისაზღვრა, რომლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები იყოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.
ასევე ნახეთ:
· “შეგვხვდით და მოისმინეთ ჩვენი მოსაზრებები” | საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პაპუაშვილს მიმართავენ