სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი იკადრა – ზურაბ ქადაგიძე

როდესაც სახელმწიფო მოხელე იმ მცირე ლეგიტიმაციასაც კარგავს, რაც სიმბოლურად უმაგრებდა ზურგს, ორი არჩევანის წინაშე დგება – ან თანამდებობას ტოვებს, ან და ხდება ისეთი ნაძირალა, როგორიც ა!- წერს „ხალხის ძალის“ წევრი სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“.
ქადაგიძის თქმით, პრეზიდენტმა იცის საზოგადოების რეაქცია და მიზანმიმართულად აკეთებს. იქნებ ასე მაინც გამოიწვიოს საზოგადოების დაპირისპირება, პოლარიზაცია, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მომატება, რომ მკვდარი ოპოზიცია გამოაფხიზლოს!
„როდესაც სახელმწიფო მოხელე იმ მცირე ლეგიტიმაციასაც კარგავს, რაც სიმბოლურად უმაგრებდა ზურგს, ორი არჩევანის წინაშე დგება – ან თანამდებობას ტოვებს, ან და ხდება ისეთი ნაძირალა, როგორიც სალომე ზურაბიშვილია! პატრიარქი გარდაიცვალა თუ გადააყენა ამან და ახალ არჩევნებს გვთავაზობს? ან რას ნიშნავს, “პროევროპელი” ან “პრორუსი” პატრიარქი?! რამდენს ბედავს ეს გენმოდიფიცირებული?!
ყველაფერი იკადრა – კონსტიტუცია დაარღვია, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია სცადა, პოლიტიკური კრიზისის შექმნა სცადა და ახლა უწმინდეს მისწვდა. იმიტომ რომ – ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია და ნდობით ყველაზე დიდი ადამიანი წაბილწოს, შეურაცხყოს. არ იცის საზოგადოებია რეაქცია? იცის და სწორედ, რომ მიზანმიმართულად აკეთებს.იქნებ ასე მაინც გამოიწვიოს საზოგადოების დაპირისპირება, პოლარიზაცია, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მომატება, რომ მკვდარი ოპოზიცია გამოაფხიზლოს! მოკლედ, აღვირი დაკარგა ამ გენმოდიფიცირებულმა ნაძირალამ!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
Previous: ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, მაღალი ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობა გამყარებისაკენ, მიუთითებს ზრდის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზისური პარამეტრის ზრდას, რაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში იქნება ასახული

ასევე დაგაინტერესებთ