გორელმა მოჭიდავეებმა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე, 23 წლამდელთა შორის 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები აიღეს

23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გორმა გუნდური გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორელმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები აიღეს.
„ჩემპიონატს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეჯიბრების დაწყებამდე ლეგენდარული ქართველი ფალავანის ლევან თედიაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საქართველოს ჩემპიონატს, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.
შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.
ტურნირი გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალში გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ჩემპიონატი გორში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებიტა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს