რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევრაზიის უსაფრთხოების ახალი კონტურის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი სიტყვებით, აშშ-მა და მისმა „სატელიტებმა“ ევრაზიის უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად ჩამოშალეს.
„ეს ქმნის რისკს ყველასთვის. აშკარაა, აუცილებელია მუშაობა ევრაზიაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების ახალი კონტურის ფორმირებაზე”, – განაცხადა პუტინმა დღეს, 29 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას.
მისი თქმით, ამ თემაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გაერთიანებასთან „საგნობრივი საუბრისთვის“ მზადაა. მისივე სიტყვებით, „სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე შეუძლებელია მტკიცე მსოფლიო წესრიგი“.