რიბერი შესაძლოა, “ბაიერნში” დაბრუნდეს

Kicker-ის ინფორმაციით, ცნობილი ფრანგი შემტევი ფრენკ რიბერი შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნში” დაბრუნდეს.
გავრცელებული ცნობით, ფრანგი, რომელიც ახლა იტალიური “სალერინტანას” სპორტული დირექტორია, სამწვრთნელო კურსებს გადის და მალე შესაძლოა, “რეკორდმაისტერის” ახალგაზრდული გუნდი ჩაიბაროს.
რიბერი გერმანიაში დღემდე დიდ დროს ატარებს და სულაც, მისი შვილი სეიფი “ბაიერნის”, 13-წლამდელთა გუნდში თამაშობს.
რიბერი მიუნხენელთა ღირსებას (2007-19) წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 425 შეხვედრაში 124 გოლი და 184 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მან “ბაიერნთან” ერთად 9-ჯერ ბუნდესლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში