“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ კლუბს “სოსიედადის” ნახევარმცველის მარტინ ზუბიმენდის შეძენა მოსთხოვა, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sports-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ესპანელი ნახევარმცველი ბურთითაც და უბურთოდაც გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.
“სოსიედადს” მოთამაშის გასხვისება არ სურს, თუმცა მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა მითითებული, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს.
ჯერჯერობით უცნობია შედგება თუ არა ტრანსფერი, ზუბიმენდის ტრანსფერით “არსენალიც” ინტერესდება, თუმცა მარტინს ესპანეთის დატოვება არ სურს.