„ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას განიხილავს – fcbarcelonanoticias

ხვიჩა კვარაცხელიათი „ბარსელონა“ დაინტერესდა და ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდება, – ინფორმაციას კატალონიური გამოცემა fcbarcelonanoticias-ი ავრცელებს.
ესპანური გამოცემის ცნობით, გასულ სეზონში, სერია A-ში ნაჩვენები გამორჩეული თამაში ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდისთვის უყურადღებოდ არ დარჩენილა. კვარაცხელიას პოტენციალში ეჭვი არც საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს ეპარება და ირწმუნება, რომ ის ევროპის წამყვან გუნდში გადავა.
გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავმა თამაშმა, „ბარსელონას“ გარდა, ისეთი კლუბებიც დააინტერესა, როგორებიც „პარი სენ-ჟერმენი“ და მადრიდის „რეალია“.
fcbarcelonanoticias მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ს სანაცვლოდ „ნაპოლი“ 170 მილიონ ევროს მოითხოვს. „ბარსელონა“ გულდასმით განიხილავს სტრატეგიას, რომელიც კვარაცხელიას ტრანსფერს უზრუნველყოფს.
სერია A-ში გატარებულ პირველ სეზონში 22 წლის ქართველმა ყველა რეკორდი მოხსნა. 33 წლის შემდეგ „სკუდეტომდე“ მიიყვანა „ნაპოლი“. მან „ორმაგი დუბლი“ შეასრულა – გაიტანა 12 გოლი და შეასრულა 10 საგოლე გადაცემა.