ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ეკატერინე ნანდოშვილი ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები დაინიშნნენ ბათუმში, დაბა ჩაქვში, სოფელ გეგუთსა და ახალციხეში.
„აღსანიშნავია, რომ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი მუდმივად მზარდია. ზოგიერთ ქალაქში სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე, ეკატერინე ნანდოშვილმა ახალდანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრაზე სანოტარო სერვისების თაობაზე ისაუბრა, ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და პროფესიული წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ადამიანური რესურსების მართვის და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
