ლუის ჰემილტონის მერსედესის პირველი ბოლიდი რეკორდულ $18.8 მილიონად გაიყიდა

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის, ბრიტანელი ლუის ჰემილტონის ბოლიდი (სპორტული მანქანა), რომლითაც მან პირველი გამარჯვება მოიპოვა მერსედესთან ერთად, Sotheby’s-ზე 18.8 მილიონ დოლარად გაიყიდა,- ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
აუქციონი გაიმართა სასტუმრო Wynn Las Vegas-ში ლას-ვეგასის გრან-პრის დროს. ეს არის ყველაზე მაღალი თანხა, რომელიც გადაიხადეს ფორმულა 1-ის თანამედროვე ავტომობილში. Sotheby’s-მა თავდაპირველად მანქანის ღირებულება 10-15 მილიონ დოლარად შეაფასა.
ამ მანქანით ჰემილტონმა 2013 წელს უნგრეთის გრან პრი მოიგო. აუქციონის სახლის თანახმად, ეს არის თანამედროვე ეპოქის ერთადერთი Mercedes F1 მანქანა, რომელიც არ ეკუთვნის მერსედესს, გუნდის დირექტორს და აღმასრულებელ დირექტორს ტოტო ვოლფს ან თავად ჰამილტონს. Sotheby’s-ის წარმომადგენელმა არ თქვა, თუ ვინ იყიდა მანქანა.