ზურა მახარაძის თქმით, 5 ივლისის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის ალტინფოს და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე 5 ივლისის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია თავად მახარაძემ გაავრცელა.
“2021 წლის რაღაცა თემებზე არის … მოდი, ასე ვთქვათ: მოდი, ჩვენ შეთქმულების თეორიებს არ ავაწყობთ, უბრალიოდ დავაფიქსიროთ ორი ფაქტი – ეთერის მერე, დილას დაბლოკეს ჩვენი ძირითად იუთუბ არხი. საღამოს დამირეკეს და დამიბარეს პროკურატურაში”, – განაცხადა მახარაძემ ალტინფოს ეთერში დღეს, 29 თებერვალს.
მახარაძე გულისხმობს ინტერვიუს, რომელიც გუშინ, 28 თებერვალს მასთან გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ჩაწერა გადაცემაში “უცნობის კიდობანი”.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმება პროკურატურაში ცდილობს. დამატებით დეტალებს უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწოდებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს