საია-ს თავმჯდომარე – ე.წ. ვეტინგის სისტემა არის მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს – რეკომენდაციების შესრულების გარეშე, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის კეთილსინდისიერების შემოწმება და მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა.
„ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს. ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო წინ ვერ წავა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ეს ცალსახად წერია გაფართოების ანგარიშში, რომ საქართველომ კეთილსინდისიერების შემოწმების მიმართულებით უნდა შექმნას შესაბამისი მექანიზმი”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
გარდა ამისა, მან სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოწყობის სისტემას, სასამართლოში გავლენის არსებობას და ა.შ.
„ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სასამართლოს რეფორმა. სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა სჭირდება, მათ შორის ის მოდელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, საკმარისი არ არის. ვიმედოვნებთ, ახლაც პარლამენტი გადადგამს შესაბამის ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს მართლმსაჯულების სისტემა, მათ შორის კეთილსინდისიერების შემოწმება არის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს