უკრაინამ დაადასტურა სპეცდანიშნულების ძალების მებრძოლთა დაღუპვა

უკრაინის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ ს საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ სპეცოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები.
დღეს, 29 თებერვალს სპეცდანიშნულების ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეომრები დაიღუპნენ სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფის ძირითადი ძალების უკან გასვლის უზრუნველყოფისას. რამდენი მებრძოლი დაიღუპა და სად, დაკონკრეტებული არ არის.
მანამდე რუსული წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი სპეცრაზმელები „გაანადგურეს“ ხერსონის ოლქში, ტენდროვსკის ისარაზე (ვიწრო ნახევარკუნძული) გადასვლის მცდელობისას. ამ ცნობების თანახმად, სავარაუდოდ, დაღუპულია 15 უკრაინელი მებრძოლი. უკრაინის ხერსონის ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში