Amazon-ი Alexa-ს განყოფილებიდან რამდენიმე ასეულ თანამშრომელს ათავისუფლებს და ფოკუსს ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს

Amazon-მა გამოაცხადა, რომ Alexa-ს ხმოვანი ასისტენტის განყოფილებაში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შეამცირებს, მიზეზად ბიზნეს პრიორიტეტების შეცვლას და ხელოვნურ ინტელექტზე მეტ ფოკუსირებას ასახელებს, ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კომპანიის განცხადების მიხედვით, შემცირება Alexa-ზე მომუშავე რამდენიმე ასეულ თანამშრომელს შეეხება. კომპანიის სპიკერმა არ თქვა ზუსტად რამდენი ადამიანი გათავისუფლდება სამსახურიდან.
ჩვენ ძალისხმევის მიმართულებას შევცვლით, რათა ის მეტად ეხმიანებოდეს ჩვენს პრიორიტეტებს და მომხმარებლის სურვილებს, ამაში იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის მიმართ ჩვენი რესურსების და ძალისხმევის გაძლიერება – განაცხადა Alexa-სა და Fire TV-ის ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ რაუშმა ელექტრონულ წერილში.
”ეს ცვლილებები გვაიძულებს შეჩერდეს ზოგიერთი ინიციატივა,” – განმარტა მან.
ამ თვეში Amazon ამცირებს თანამშრომლებს სხვადასხვა განყოფილებებში, განსაკუთრებით მის მუსიკალურ და სათამაშო განყოფილებებში, ასევე ადამიანური რესურსების ზოგიერთ სამსახურშიც.
Alexa არის ხმოვანი ასისტენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტაიმერების დასაყენებლად, საძიებო მოთხოვნებისთვის, მუსიკის დასაკრავად ან სახლის ავტომატიზაციის ცენტრად.
სექტემბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Alexa-ს ხმოვანი ასისტენტის განყოფილებაში მორალური განწყობის გაუარესება იმან გამოიწვია, რომ Alexa-ს, რომელიც თითქმის 10 წლისაა, ითვლება რომ ვეღარ ეწევა ხელოვნური ინტელექტის ეპოქას.