რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაჭრილია 6 წლის ბავშვი

19 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე რუსებმა ხერსონი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია 6 წლის ბავშვი.
“რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი. ქალაქში მძლავრი აფეთქებების ხმა ისმის. თავს გაუფრთხილდით. თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრებისგან და გახსოვდეთ ორი კედლის წესი”. – წერს ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური.
ორი კედლის წესი უსაფრთხოების წესია, რომლის მიხედვითაც დაბომბვის დროს, ადამიანსა და ღია სივრცეს მინიმუმ ორი კედელი უნდა აშორებდეს.
ს საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს.