ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ

საფეხბურთო აგენტის, რობ იანსენის თქმით, წარსულში ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები: დირ კუიტი, რონალდ კუმანი, ჰენრიკ ლარსონი და დენის ბერგკამპი, ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ.
მათი მიზანია, რომელიმე მე-3 ან მე-4 ლიგის გუნდის თანამფლობელები გახდნენ.
გეგმის მიხედვით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლარსონი უნდა გახდეს, აკადემიის განვითარებაზე ბერგკამპი იზრუნებს, კუმანი კი გარკვეულ როლს მიიღებს, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ როლს შეითავსებს ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი.
რაც შეეხება კუიტს, ის ბელგიაში მუშაობს და “ბეერხოსტის” დამრიგებელია, რომელიც წესით, უმაღლეს ლიგაში უნდა ამოიყვანოს და დაკავებული პოსტის დატოვებას არ გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში