აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა

ცნობილმა არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, მან კარიერა 2021 წელს გულის პრობლემების გამო დაასრულა, რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ექიმმა ფეხბურთის თამაშის უფლება დართო.
ამის შემდეგ მედიაში დაიწერა, რომ “კუნმა” “ინდეპენდიენტეში” ვარჯიში დაიწყო, რაც “სიტის” ყოფილმა თავდამსხმელმა უარყო.
“კარდიოლოგმა მართლაც მითხრა, რომ კარგად ვარ, მაგრამ სიცრუეა თითქოს რომელიმე გუნდში ვვარჯიშობ. მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვიყო და უმაღლეს დონეზე ვარჯიშს, რომ დავუბრუნდე, კიდევ ბევრი ტესტის გაკეთებაა საჭირო”, – უთხრა აგუერომ Tyc Sports-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში