“ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშეწყობას” – დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, აცხადებს, რომ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და -ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო “შუა დერეფანში” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ამიტომ DFC-მ ს პორტში $50 მლნ-იანი ინვესტიცია ჩადო.
“ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს “შუა დერეფანში”, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC-მ), შავ ზღვაში ს პორტის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გამოყო, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჯაჭვის, გამტარუნარიანობა. ჩვენ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებისთვის ხელშეწყობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ცნობისთვის, ახალი საზღვაო ნავსადგური ფოთში 2022 წლის დასაწყისში გაიხსნა. იგი საქართველოს საზღვაო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ღირებულებაც 120 მილიონ დოლარს აღწევდა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ დააფინანსა, რაც DFC-ის მიერ რეგიონში გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა.
bm.ge

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }