მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილის 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
„მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს, მამუკა მამულაშვილს, რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მამულაშვილზე ფედერალური და საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“, – წერს TASS-ი.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მამულაშვილს ბრალად „დაქირავებული საქმიანობა“ ედება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ