“სასუოლოს” იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უნდა დაუპირისპირდეს, ახალი მწვრთნელი ეყოლება.
“ნეროვერდიმ” ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და უკვე ყოფილი დამრიგებელი ალესიო დიონისი გაათავისუფლეს.
მის ნაცვლად დღეს კლუბს 50 წლის ემილიანო ბიჯიკა გაიყვანს, რომელიც “სასუოლოს” ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა და ახლა დროებითი მწვრთნელის ფუნქციებს შეითავსებს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.