“ლუის ენრიკეს ეს პირველივე შეხვედრისას ვუთხარი” – მბაპე

“პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავმა კილიან მბაპემ მისი მწვრთნელის ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა.
ფრანგი შემტევის თქმით, ესპანელ სპეციალისტს პირველივე შეხვედრისას დაჰპირდა, რომ მას პრობლემებს არ შეუქმნიდა.
“ის დიდებული მწვრთნელია და მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. პირველივე შეხვედრისას შევპირდი, რომ პრობლემებს არ შევუქმნიდი, ყველა მწვრთნელთან რომლებთანაც აქამდე მიმუშავია, თავდაუზოგავად ვშრომობდი და მათ მითითებებს ვასრულებდი”, – ციტირებს მბაპეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 24 წლის შემტევის ყიდვა საბოლოოდ გადაიფიქრა.