რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | დაშავდა 6 წლის ბავშვი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაშავდა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
“ხერსონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან! ქალაქში ძლიერი აფეთქებები ისმის. გაფრთხილდით! მოერიდეთ ფანჯრებს,” – აფრთხილებს მოსახლეობას მროჩკო.
მისივე თქმით, დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.