თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი სატელევიზიო შოუ პრაიმჰაუსის მონაწილე კოსტა სანიკიძეა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამაინი.