სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ლიბერალიზმს წარმოშობისთანავე ჰქონდა რელიგიასთან, ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგიის ხასიათი და ბუნებრივია, რომ ის აქამდე უნდა მისულიყო

სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ლიბერალიზმს წარმოშობისთანავე ჰქონდა რელიგიასთან, ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგიის ხასიათი და ბუნებრივია, რომ ის აქამდე უნდა მისულიყო
თუ 10-20 წლის წინ ასე მკაფიოდ არ ჩანდა ამ იდეოლოგიის დამღუპველი სახე, დღეს ეს უკვე აშკარად ჩანს,“ – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდის თემას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
სუბარის თქმით, ამ თემის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო, რადგან ის ლიბერალების მიერ არის თავსმოხვეული და ლიბერალიზმი კი დასაწყისიდანვე შეიქმნა, როგორც რელიგიასა და ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგია.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში შვილის აყვანის უფლება უკვე აქვთ ერთი და იმავე სქესის წყვილებს და სადაც ჯერ არ არის, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წამყვანი დასავლური ქვეყნების მხრიდან წამოვა ეს მოთხოვნა და შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობაც იყოს.
თუმცა რასაკვირველია, ევროპაში არიან ჯანსაღი, კონსერვატორი ძალები, რომლებიც ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. არც კლასიკური ლიბერალიზმი გულისხმობდა ლგბტ პროპაგანდას, ეს ლიბერალიზმის ახალი სახეობაა, თუმცა როდესაც ლიბერალიზმზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიბერალიზმი თავის დროზე წარმოიშვა, როგორც რელიგიასთან, ეკლესიასთან მებრძოლი იდეოლოგია და ბუნებრივია, რომ ის აქამდე მივიდოდს. ამასთან, თუ 10-20 წლის წინ ასე მკაფიოდ არ ჩანდა ამ იდეოლოგიის დამღუპველი სახე, დღეს ამან უკვე დომინანტი იდეოლოგიის სახე მიიღო.
ამიტომ ჩვენ უნდა ჩავებღაუჭოთ ჩვენს მთავარ იარაღს – ჩვენ სარწმუნოებას, ტრადიციებს და დედა ღვთისმშობლის კურთხეულ მიწას, რომელიც ქართველებს საპატრონებლად მოგვაბარა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
Next: არაფერი პრობლემატური არ არის – სერგი კაპანაძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობოების დაფინანსებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას