ავსტრიის საგარეო მინისტრი – სერგეი ლავროვის ეუთო-ს შეხვედრაზე მოწვევა სწორი იქნება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით, სწორი იქნება, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მომავალ შეხვედრას დაესწრება.
“ვფიქრობ, სწორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა. ეს ორგანიზაცია აუცილებელია მომავლისთვის”, – განაცხადა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა ლავროვთან მოლაპარაკებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფხიზელი და პრაგმატული მიდგომით უნდა იხელმძღვანელოს.
2023 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო