მოსკოვის სასამართლომ გასცა უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერის, გუდკოვის დაპატიმრების ორდერი

27 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის მიმართ. გუდკოვს ში შეჭრილი ს არმიის შესახებ “ყალბი” ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან.
გუდკოვის წინააღმდეგ საქმე ოქტომბერში აღიძრა. საქმის აღძვრის საფუძველი გახდა გუდკოვის მიერ YouTube-არხზე განთავსებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ოპოზიციონერი აკრიტიკებს უკრაინაში წარმოებულ ომს.
დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდკოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა. შარშან თებერვალში მას “უცხოეთის აგენტის” სტატუსი შეუფარდეს.
რუსეთში დაბრუნების და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, გუდკოვს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ