„მის გერმანია 2024“ 39 წლის ირანელი აპამე შიონაუერი გახდა. ბევრი აღნიშნავს, რომ აპამეს გამარჯვება სოციალური ნორმების ცვლილებასა და სილამაზის, ინკლუზიურობისა და წარმოდგენის აღქმის გაფართოების სიმბოლოა. იგი თეირანში დაიბადა და ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ირანიდან გაიქცა.
· „გერმანიაში გადმოვედით, რომ მე და ჩემს დას თავისუფლად გვეცხოვრა. ეს ადვილი არ იყო“, – შესაბამისად, აპამე მიზნად ისახავს თავისი ტიტული არაპრივილეგირებული და ჩაგრული ქალების დასახმარებლად გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე კონკურსში ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობდა. აპამე 39 წლისაა, პროფესიით არქიტექტორია და ორი შვილი ჰყავს. წლევანდელი კონკურსის ყველაზე ხანდაზმული ფინალისტი 42 წლის ჰამბურგელი სექს-კონსულტანტი მინონ კოვოლიკი იყო, ყველაზე ახალგაზრდა კი წარმოშობით განელი 22 წლის ფსიქოლოგი ადვოა ავუა.
მოსალოდნელია, რომ ეს გამარჯვება ფართო რეზონანსს მოახდენს და შთააგონებს არა მხოლოდ მსგავსი წარმომავლობის მქონე ქალებს, არამედ ყველას, ვინც ისწრაფვის განაახლოს ნორმები და დაარღვიოს საზღვრები. მის გერმანიის” კონკურსანტების შეფასება ხდება არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ ხასიათის, მიზანსწრაფულობის, შემოქმედებით მიღწევების ან რაიმე უნიკალურობის მიხედვით და გამარჯვებული გვირგვინს აღარ იღებს.
ესთეტიკური ქირურგი მანგ ვერნერი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო სილამაზის კონკურსის ჟიური წევრი, ამბობს, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად განიხილავს კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას ძველი კრიტერიუმის მიხედვით.
რა თქმა უნდა, აპამეს გამარჯვებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა გამოიწვია – “მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მის გერმანია კაცი არ არის” -წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.