საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე სერბეთთან 31:38 მარცხდება.
სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38 დასრულდა.
ეს ტომასონი რა მოსაყვანი იყო? ეხლა არ დამიწყოთ, ამდენი და იმდენი ქულა აიღოო. თუ იმ ნიშნით მოგვყავდა რომ ჯინჭარაძეს ჯობია, მაშინ კი ბატონო. მაგრამ მე მგონი სამიანების მსროლელი გვიჭირდა და რამდენი ჩააგდო ამ ორი თამაშის მანძილზე, ერთი შემახსენეთ რა! არც როგორც გამთამაშებელმა აჩვენა რამე განსაკუთრებული. ამაზე უკეთესები სავსეა ევროპაში, მინიმუმ სამიანების მსროლელები!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში