უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

კანონმდებლებმა შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას 188 ხმით დაუჭირეს მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგი იყო.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და „ისტორიული“ უწოდა.

„შვედეთი მზად არის აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – დასძინა შვედეთის პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს ფინეთი გახდა ნატოს 31-ე წევრი.