ბათუმის მერიამ საკონტეინერო გადასახადი დააწესა – ბიუჯეტი 3-5 მილიონით უნდა გაიზარდოს

დღეს, 26 თებერვალს, ს საკრებულომ, მერიის ინიციირებით დააწესა საკონტეინერო გადასახადი, რომლის მიხედვითაც გადამზიდავი ვალდებულია გადაიხადოს უკვე დაწესებული გადასახადი საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე.
გადამზიდავი ასევე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე.

ვრცლად batumelebi.netgazeti.ge