„დაბალია საქართველოს შესაბამისობის დონე EU-ს საგარეო პოლიტიკასთან“ – ჰერჩინსკი

დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობა დაბალია, თუმცა თანდათანობით იზრდება. ამის შესახებ დღეს, 26 თებერვალს, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია, ხოლო ბრიუსელი მუშაობს თბილისთან ამ მაჩვენებლის ზრდისთვის. ამ შესაბამისობის ზრდა ერთ-ერთია იმ ცხრა რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ აქვს.
„ამ მომენტში შესაბამისობის დონე დაბალია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც გაწევრიანებაზე მოლაპარეკებების ფაზაში იმყოფებიან. ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დონე ეტაპობრივად გაიზარდოს და როცა დრო მოვა და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, თბილისის და ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა იდენტური იყოს“, – თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვას, – მინიმალურად შესაბამისობის რა პროცენტული დონეა საჭირო, – ელჩმა ასე უპასუხა:
„ველით, რომ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს უერთდება, იგივე პოზიციები ჰქონდეს, როგორიც აქვს 27 წევრ ქვეყანას. მიზანი 100%-ია, მაგრამ ვიცით, რომ ამას ერთ დღეში ვერ მივაღწევთ – არის გეოპოლიტიკური სიტუაცია, და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ ველით, რომ თანდათანობით დონე გაიზრდება და ასეც ხდება ბოლო თვეებში“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება