ლევან დავითაშვილი – საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე უსაფუძვლო და მიუღებელია

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე უსაფუძვლო და მიუღებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცალსახად, აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი და უპასუხისმგებლოა, როცა საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე. ჩვენი პოლიტიკით არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი კურსის პრიორიტეტულობა, რაც დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და ევროპულ ინტეგრაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას საქმით აქვს დამტკიცებული და ნაჩვენები, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით კითხვა არც ექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი