ედიშერ გვენეტაძე: საქართველო და მისი მოსახლეობის აბსოლუტურად აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც დიდი კლასიკოსი იტყოდა…

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ხალხის ძალის” განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. გვენეტაძის შეფასებით, მსგავსი აზრი აქამდე მსოფლიოს არც ერთ დამპყრობელს არ მოსვლია და დიდი ალბათობით, ესაა მასიური გლობალიზმისაკენ მიმავალი, ფულით გაგიჟებული მმართველი ელიტის გადაგვარება.
“დროში ყველაფერს დასასრული აქვს! მათ შორის უდიდეს იმპერიებს! ვინც ღვთის ძალის წინააღმდეგ მოინდომებს სვლას, ის უცილობლად იღუპება! ასეა ამ შემთხვევაშიც! ნახეთ მსოფლიოს გარკვეულ გლობალურ ძალებს რა ჩანაფიქრი აქვთ და რისკენ მიისწრაფვიან – ადამიანების ცნობიერებიდან სურთ ამოაგდო ისეთი საადამიანო ცნებები, როგორებიცაა: “დედა”, “მამა”, “ვაჟიშვილი”, “ქალიშვილი”, “ცოლი”, “ქმარი”! ადამიანის ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ ის ხდება სიცოცხლის საწყისი დედა, მამა! ცოლი, ქმარი! “გვაქვს უთვალავი ფერითაო” ამოტყორცნა დიდმა შოთამ და იგულისხმა ქალ-ვაჟი!
და აგერ ვიღაცას ამ მშვენიერების აკრძალვა სურს! დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი “ურჯუკული” რამ, დღემდე არცერთ იმპერიის მესვეურს და არცერთ დამპყრობელს თავში არ მოსვლია! არც კალიგულას, არც ჯიბღუ ხაკანს, არც ბასილი ბულგალთმუსვრელს, არც ჩინგის ხანს, არც თემურ ლენგს, არც ჰიტლერს… ასეთი საშინელება არასოდეს აზრში საერთოდ არ გაუვლია! ბუნებრივია ისმის კითხვა: რა არის ეს?
დიდი ალბათობით ესაა მასიური გლობალიზმისაკენ მიმავალი, ფულით გაგიჟებული მმართველი ელიტის გადაგვარება, გახრწნა და გათახსირება! რასაც ვერანაირად ვერ შეეგუება და მოითმენს გონიერი კაცობრიობის ნაწილი! ამას ფულის გამო ეგუებიან ხიდაშელები, უსუფაშვილი, გუბაზები, გიგაურები, გვარამიები, ჭიჭიკოები, პატიკოები, ხაზარაძეები… მაგრამ საქართველო და მისი მოსახლეობის აბსოლუტურად აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც დიდი კლასიკოსი იტყოდა: “გაწყვეტას, მაგრამ ამ არაადამიანურობას ვერ შეეგუება”! ჰოდა ვუსვამ კითხვას ამ არსებებს, როგორ უნდა მიმართონ მათ შვილებმა, რა სიტყვებით?! ან პირიქით ამ ფულისთვის ყველაფრის მკადრებლებმა თავად საკუთარ ნაშიერ ვაჟებს და ქალებს? აი ესაა დასასრული ამ კასტის, რომლებიც ფულს ჰყავს გაგიჟებული ფულს!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში