საქართველოში 2023 წლის 10 თვეში 4 893 120 აშშ დოლარის 478 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ჩინეთიდან 305 ტონა ( $1 244 090), ხოლო თანხობრივად ბულგარეთიდან $3 249 030 (85 ტონა). ხუთეულშია პოლონეთი, გერმანია და თურქეთიც.
გასული წლის ანალოგიური პერიოდში საქართველოში შემოტანილი იყო 5505790 აშშ დოლარის 711 ტონა ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი