“ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, რატომ არ ცდილობს მეტოქის მოტყუებას?” – Sky Sport-ის ჟურნალისტმა “კვარა” გააკრიტიკა

სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლი” “კალიარის” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და “პარტენოპეის” გარემარბი გააკრიტიკა.
“მგონი, დროა, “ნაპოლის” ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?
გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?”, – განაცხადა კარეზამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს
იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ