ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე “გაბალას” გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ცხადაძის ასისტენტობას ტრადიციულად გიორგი ჩიხრაძე გაუწევს. ქართველმა სპეციალისტებმა “გაბალასთან” 1.5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
“გაბალა” აზერბაიჯანის ჩემპიონატში 15 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
ბოლოს ცხადაძე “კასპიის” მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც მხოლოდ 2 თვე გაატარა, 2023 წლის აპრილში კი თანამდებობა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში