უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავზე პარტნიორი ქვეყნების ლიდერები კიევში ჩავიდნენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კანადის პრემიერმა, იტალიის პრემიერმა, ბელგიის პრემიერმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ გამოუცხადეს.

უკრაინამ იტალიასა და კანადასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმა. მანამდე შეთანხმება დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან გაფორმდა.

ომის მეორე წლისთავზე უკრაინაში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანალენა ბერბოკი ოდესაში უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად იმყოფებოდა. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული პორტი და ფერისცვალების ტაძარი მოინახულეს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ეს უკრაინაში ბერბოკის მეექვსე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?