ელექტრომობილების გლობალური ბაზარი მესამედით გაიზარდა – Reuters

ელექტრომობილების გლობალური ბაზარი სექტემბერში წლის დასაწყისიდან 34%-ით გაიზარდა. ამასთან, ელექტრომობილების გაყიდვები მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე – ჩინეთში – 29%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Reuters წერს.
ბაზრის კვლევის კომპანია Rho Motion-ის თანახმად, ჩინეთში ბოლო 2 თვეა ავტომობილების გაყიდვების მაღალი მაჩვენებელია.
„რაც აღსანიშნავია ოქტომბრის ციფრებში არის ის, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ჩინეთში აგრძელებს რეკორდულ დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წყვეტს სუბსიდიებს. 2023 წელი ჩინეთისთვის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი წელი უნდა იყოს ელექტრომობილების გაყიდვის კუთხით“, – წერს Rho Motion-ი.
რაც შეეხება ევროპის ბაზარს, Reuters წერს, რომ ელექტრომობილების გაყიდვები იქ 26%-ითაა გაზრდილი.