27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს