დავითაშვილის “ბორდომ” მოიგო და პლეი-ოფის ზონას 5 ქულით მიუახლოვდა

ლიგა 2-ის 26- ტურში „ბორდომ“ სახლში „გენგამი“ 1:0 დაამარცხა.
უკვე 57-ე წამზე თავის ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ელისმა, თამაში მხოლოდ 9 წუთის შემდეგ განახლდა და დაშავებული ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ლივოლანმა შეცვალა. „ეკიპის“ ცნობით, ელისის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ჟირონდელები უპირატესობას ფლობდნენ, მე-40 წუთზე პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე ბასილიომ არ დაანება, გადმოვარდნილი ბურთი ლივოლანმა ვიპოტნიკს გადააწოდა და მან მეტოქის კარი დალაშქრა.
„ბორდომ“ 35 ქულით მე-13 ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 5 ქულა აშორებს და 2 მარტს გასვლაზე „როდეზს“ დაუპირისპირდება.
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი”
ბორდო – გენგამი 1:0
გოლი: ვიპოტნიკი (40)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში