“რესპუბლიკურის მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს”

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დღეს, გადაწყდა რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. პრემიერმა განმარტა, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. 3 წლის თავზე კი ახალი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ახალ შენობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა