ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ნაპოლიმ” “ბარსელონას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში ნეაპოლური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა, რამაც ქართელის გაღიზიანება გამოიწვია.
Calcionapoli24 გვთავაზობს ვიდეოს, თუ როგორ ამხნევებდა შეხვედრის მატჩის შემდეგ ვიქტორ ოსიმენი “კვარას”.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს გაიმართება.